ალეკო ელისაშვილი - გუშინ ძალადობა დაიწყო პოლიციამ, ჩვენ, პოლიტიკურმა ლიდერებმა ძლივს გავაჩერეთ ხალხი, ზოგი არმატურას ისროდა, ზოგი ქვას
ალეკო ელისაშვილი - გუშინ ძალადობა დაიწყო პოლიციამ, ჩვენ, პოლიტიკურმა ლიდერებმა ძლივს გავაჩერეთ ხალხი, ზოგი არმატურას ისროდა, ზოგი ქვას

გუშინ ძალადობა დაიწყო პოლიციამ, რადგან სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი იდგა და დაუნდობლად დაიწყეს ამ ადამიანების წინააღმდეგ ჭავლის გამოყენება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„წყლის ჭავლი უბრალოდ კი არ გწუწავს, ის არის ძალიან მტკივნეული, ამის შემდეგ აქედანაც ვნებები გამძაფრდა და ჩვენ, რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა ძლივს გავაჩერეთ ხალხი, ზოგი არმატურას ისროდა, ზოგი ქვას. ნოემბერში ხალხი გაწუწეს და ისე იყო ეს ხალხი გამწარებული, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, მართლა ძალიან მძიმედ წავიდოდა ორივე მხრიდან ვითარება. ასეთ ვითარებაში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, შსს-ს და არა აქეთა მხარეს. ჩვენ აქეთ კბილებით ვიცავდით, რომ პოლიციელებთან შეტაკება არ მომხდარიყო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ბრძოლა გაგრძელდება.