ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია ხვალ, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე განახლდება
ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია ხვალ, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე განახლდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია ხვალ 18:00 საათზე განახლდება.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს ყველამ დაინახა, რომ ეს ხელისუფლება ძალადობის გარდა ვეღარაფერს აკეთებს.

„ყველამ დავინახეთ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის. ძალადობის გარდა, ის ვეღარაფერს აკეთებს და ვეღარც გააკეთებს, რადგან არის მოძალადე. ხვალ ეს ბრძოლა არ შენელდება და რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე ვიკრიბებით ერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი