ცენტრალურ ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა
ცენტრალურ ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს. სტიქია ვალპარაისოს რეგიონში მძვინვარებს და დასახლებებს საფრთხეს უქმნის. დამწვარია 1100-ზე მეტი სახლი.
ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, დამწვარია რვა ათას ჰექტარზე მეტი. მეხანძრეები ხანძრის ათობით კერას ებრძვიან.
ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.
როგორც შს მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ განაცხადა, ქვეყანა ყველაზე საშინელი კატასტროფის წინაშე დგას 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.