ვახტანგ ლომჯარია - ცხოველებზე პიროტექნიკის ზემოქმედებამ შესაძლოა, ადამიანებს საფრთხე შეუქმნას
ვახტანგ ლომჯარია - ცხოველებზე პიროტექნიკის ზემოქმედებამ შესაძლოა, ადამიანებს საფრთხე შეუქმნას

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია მოქალაქეებს ახალი წლის დღეებში ცხოველების სიახლოვეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ხმაური და ფეიერვერკები ცხოველებზე ცუდ გავლენას ახდენს, მათში აგრესიას იწვევს, რის გამოც შესაძლოა, ცხოველი ადამიანს დაესხას თავს.

ლომჯარია ამბობს, რომ პიროტექნიკის ცხოველებზე ზემოქმედებამ შესაძლოა, საფრთხე არამარტო ცხოველებს, არამედ ბავშვებისა და ადამიანების სიცოცხლესაც შეუქმნას.

მონიტორინგის სამსახურის უფროსი მოსახლეობას ურჩევს, ცხოველების მხრიდან აგრესიის შემთხვევბში, ცხოველთა მონიტორინგის  სამსახურის თანამშრომლები გამოიძახონ.