ბუქარესტის კოვიდსაავადმყოფოში ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
რუმინეთის ხელისუფლების ცნობით, ხანძრის დროს განხორციელდა 102 პაციენტის ევაკუაცია.
ცეცხლი საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობაში ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:00 საათზე გაჩნდა.
მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.