ბუქარესტის კოვიდკლინიკაში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

10:40, 29.01.2021

ბუქარესტის კოვიდსაავადმყოფოში ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რუმინეთის ხელისუფლების ცნობით, ხანძრის დროს განხორციელდა 102 პაციენტის ევაკუაცია.

ცეცხლი საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობაში ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:00 საათზე გაჩნდა.

მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი