ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს
ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შემთხვევა დღეს, დილით სოფელ გურჯაანის ერთ-ერთ თონეში მოხდა, სადაც მამა-შვილი მუშაობდა.
60 და 35 წლის მამაკაცები უგონო მდგომარეობაში თანამშრომელმა ნახა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.