ბულგარეთში ერთ-ერთი საავადმყოფოს კოვიდპალატაში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბულგარეთში ერთ-ერთი საავადმყოფოს კოვიდპალატაში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბულგარეთში ერთ-ერთი საავადმყოფოს კოვიდპალატაში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბულგარეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ სლივენის ჰოსპიტალში გაჩენილ ცეცხლს სამი პაციენტი ემსხვერპლა. ხანძარი კოვიდპალატაში გაჩნდა, ღამის საათებში.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზებს შორის მოკიდებული სიგარეტი სახელდება. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს

ბულგარეთში კორონავირუსზე რვა ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 700-ზე მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ბულგარეთი ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალია.