ბრუნო ბალვანერა -  ინვესტიციების შედეგს საქართველოში მოსახლეობა ახლო მომავალში იგრძნობს
ბრუნო ბალვანერა -  ინვესტიციების შედეგს საქართველოში მოსახლეობა ახლო მომავალში იგრძნობს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას აფასებს და ამბობს, რომ ამის შედეგს ქვეყნის მოსახლეობა ახლო მომავალში იგრძნობს.

„ეს დიდი პროექტებია – გაზსადენები, რკინიგზა, ჰესები. საჭიროა დრო, რომ მოსახლეობამ დაინახოს შედეგი. საქართველო არის ქვეყანა, რომლითაც ინვესტორთა დაინტერესება მაღალია. ეს სტატისტიკა მხოლოდ მორიგი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზეა“, – განაცხადა ბალვანერამ.

საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2017 წელს 16%-ით გაიზარდა და 1,861 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.