ბრუნავს თუ არა სამყარო - მეცნიერთა პასუხი კოსმოლოგიის ფუნდამენტურ კითხვაზე
თუკი კოსმოსში მიმოიხედავთ, ნამდვილად ბევრ რამეს დაინახავთ — პლანეტებს, ვარსკვლავებს, მთვარეებს, თავად გალაქტიკებსაც კი. მათ ყველას ერთი რამ აქვთ საერთო — ბრუნავენ. საინტერესოა, ბრუნავს თუ არა თავად სამყაროც?
ამ საიდუმლოს ამოხსნას კოსმოლოგები წლებია ჯიუტად ცდილობენ, რადგან მას შეუძლია ბევრი რამ გვითხრას სამყაროს ფუნდამენტური ბუნების შესახებ.
მერილენდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ტეს ჯეიფის განცხადებით, ისევე როგორც ბევრი რამ კოსმოლოგიაში, ეს კითხვაც ძალიან აბსტრაქტულია, მაგრამ მასზე პასუხი კოსმოლოგებს ფუნდამენტური ფიზიკის შესწავლის გზას სთავაზობს.
მისივე თქმით, არსებობს ბევრი რაღაც, რისი შემოწმებაც ლაბორატორიაში შეუძლებელია, შესაბამისად, იყენებენ სამყაროს გეომეტრიას, რომელსაც ფუნდამენტური ფიზიკის შესახებ რაღაც ახლის თქმა შეუძლია.
სამყაროს ფუნდამენტურ ბუნებაზე ფიქრი მეცნიერებმა იმ რწმენით დაიწყეს, რომ სამყარო არ ბრუნავს და ის იზოტროპულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველა მიმართულებით ერთნაირად გამოიყურება. ეს ვარაუდი თანხმობაშია აინშტაინის განტოლებებთან, მაგრამ ისინი ამას არ მოითხოვს. იმ გადმოსახედიდან, მეცნიერებმა შექმნეს კოსმოლოგიური მოდელის სტანდარტი, რომელიც სამყაროს აღწერს.
ასტროფიზიკოს დანიელა საადეჰის განცხადებით, სწორედ ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით მიმდინარეობს ასტრონომიული გათვლები, მონაცემთა ანალიზი და სხვა ბევრი რამ. თუმცა, მისი შემოწმება აუცილებელია.
ამის შესამოწმებლად, იყო თუ არა სამყაროსა და მისი ფუნდამენტური ფიზიკის შესახებ არსებული ეს მოსაზრება მართებული, მეცნიერებმა მოდელების შესამოწმებლად დაკვირვებები დაიწყეს. ამისათვის მათ ძირითადად გამოიყენეს კოსმოსური მიკროტალღური ფონის სინათლე. ეს სინათლე უძველესია, რომლის დანახვაც შეგვიძლია, რადგან გამოყოფილია დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 380 000 წლის შემდეგ და ინფორმაციის ნამდვილი განძის ყუთია კოსმოლოგთათვის სამყაროს შესასწავლად.
კოსმოსური მიკროტალღური ფონი თითქმის იდენტურია ყველა მიმართულებით, მაგრამ მის ტემპერატურაში არსებობს დაახლოებით ათას გრადუსიანი მცირე სახესხვაობები, რისი მიზეზიც სამყაროს ისტორია, შემცველობა და გეომეტრიაა. ამ სახესხვაობათა შესწავლის გზით, მეცნიერებს შეუძლიათ ნახონ, არის თუ არა სამყარო დეფორმირებული რომელიმე მიმართულებით, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ ბრუნვა ან გაფართოება რომელიმე მიმართულებით უფრო მეტია სხვა ნებისმიერ მიმართულებისაზე. სინათლის პოლარიზაციის გაზომვას, განსაკუთრებით კი მისი მიმართულებისას, შეუძლია ინფორმაცია მოგვცეს სამყაროს გეომეტრიის შესახებ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს სამყაროს ბრუნვის მტკიცებულება არ გააჩნია. გარდა ამისა, 2016 წლის კვლევის მიხედვით, სამყაროს იზოტროპიკულობის ალბათობა 120 000-ში ერთია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ერთნაირია ყველა მიმართულებით. კიდევ ერთმა კვლევამ კი დაადგინა, რომ სამყაროს ჰომოგენურობის შანსი 95 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთნაირია ყველგან, ფართო მასშტაბებში.
ყველა ამ კვლევის მიხედვით, სამყარო დიდწილად ერთნაირია და არ ბრუნავს. ეს დასკვნა დიდი ალბათობით არ შეიცვლება. მომდევნო ათწლეულებში შესაძლოა უფრო გაუმჯობესდეს კოსმოსური მიკროტალღური ფონის პოლარიზაციის გაზომვის ტექნიკა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახალმა მონაცემებმა წინა კვლევების შედეგები შეცვალოს.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.