ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. ქართულ დელეგაციას ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.
ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილე როუზ გოტემოლერთან.