ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

08:17, 31.01.2018

ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. ქართულ დელეგაციას ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილე როუზ გოტემოლერთან.

მსგავსი