დიდ ბრიტანეთში დაუსაბუთებელი შემოსავლით შეძენილ უძრავ ქონებას მფლობელებს ჩამოართმევენ
დიდ ბრიტანეთში დაუსაბუთებელი შემოსავლით შეძენილ უძრავ ქონებას მფლობელებს ჩამოართმევენ

ბრიტანელი კანონმდებლები ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები დღეს მსგავსი დანაშაულის მიმართ სასჯელის გამკაცრებაზე იმსჯელებენ.

კანონმდებლები ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებაში ეჭვმიტანილების გამოვლენასა და დასჯას ითხოვენ.

დიდი ბრიტანეთის სატატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე ფულის გათეთრების გზით დამნაშავეებმა 3,2 მილიონი გირვანქა სტერლინიგი მიიღეს.

სახაზინო კომიტეტის წევრები ითხოვენ, რომ ეკონომიკურ დანაშაულში მხილებული კომპანიებისა და ფიზიკური პირების სია 8 მაისისთვის შედგეს, რის შემდეგაც მათ პარლამენტში დასაკითხად დაიბარებენ.

Transparency International-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში 4,4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების უძრავი ქონება საეჭვო წარმოშობის თანხებით არის შეძენილი. ამ ქონების უმრავლესობა რუსებს ეკუთვნით.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ის აქტიურად გამოიყენებს ახალ რეგულაციებს, რათა დაუსაბუთებელი შემოსავლებით შეძენილი ქონება დააყადაღოს. თებერვლიდან შესაბამისი ორგანოები უკვე სწვალობენ ორი ასეთი შენობის საქმეს, რომლის მფლობელიც „პოლიტიკასთან არის დაკავშირებული“.

უძრავი ქონების დაყადაღება და ჩამორთმევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი ვერ დაასაბუთებს ამ ქონების შეძენაზე დახარჯული თანხის წარმომავლობას. გამოძიების შეცდომაში შეყვანის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება ან მას ორი წლით დააპატიმრებენ.