საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, 2019-2020 წლებში განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426 352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელსაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ.

გამოძიების პროცესში, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ იქნა 139 000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.