ტერეზა მეი მსოფლიო ლიდერებს პანდემიასთან არათანმიმდევრული საერთაშორისო რეაგირებისთვის აკრიტიკებს
ტერეზა მეი მსოფლიო ლიდერებს პანდემიასთან არათანმიმდევრული საერთაშორისო რეაგირებისთვის აკრიტიკებს

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრა, ტერეზა მეიმ გამოცემა „თაიმსში“ მსოფლიო ლიდერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ვერ მოახერხეს თანმიმდევრული საერთაშორისო რეაგირების კოორდინირება ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ.

„ახლა პოლარიზებული პოლიტიკის გავლენის ქვეშ ვართ. მსოფლიოში  კომპრომისი და თანამშრომლობა სისუსტის ნიშნად აღიქმება“, – წერს ტერეზა მეი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მართალია, არის კითხვები, თუ რამდენად ეფექტურად გაუმკლავდა ჩინეთი პანდემიის დაწყების პირველ რადენიმე კვირას, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობების ამ საკითხის გარშემო აგება ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის აზრით, არასწორია. მეი წერს, რომ ამ ენერგიის მიმართვა ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წინააღმდეგ არ უნდა მოხდეს და საჭიროა რეფორმები.