ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს
რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გევინ უილიამსონმა რუსეთის საპასუხო ზომებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.
„ვნახოთ, როგორ უპასუხებს რუსეთი იმაზე, რაც გავაკეთეთ. ის, რაც რუსეთმა სოლსბერიში ჩაიდინა, სასტიკი და აღმაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ მასზე რეაგირება მოვახდინეთ. სიმართლე გითხრათ, რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს“, – განაცხადა ილიამსონმა ბრისტლში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, გერი უილიამსონმა განაცხადა, რომ ლონდონი ყურადღებით შეაფასებს რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს.
„შეფასების წინასწარ გაკეთება არასწორი იქნება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გააკეთა განცხადება. გარდა ამისა გაუქმდა ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი შეხვედრა.
ლონდონის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მაღალი დონის ურთიერთობები ფაქტობრივად შეწყვეტილია.
ბრიტანეთი რუსეთს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, მოსკოვს ბრიტანელი დიპლომატებიც დატოვებენ.