ბორის ჯონსონი - ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება მანამდე არ მოხდება, ვიდრე რუსეთი საკუთარ დესტაბილიზაციურ ქმედებებს არ შეწყვეტს
ბორის ჯონსონი - ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება მანამდე არ მოხდება, ვიდრე რუსეთი საკუთარ დესტაბილიზაციურ ქმედებებს არ შეწყვეტს

ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება მანამდე არ მოხდება, ვიდრე რუსეთი საკუთარ დესტაბილიზაციურ ქმედებებს არ შეწყვეტს, – ეს განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბერლინში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს გააკეთა. ეს ბორის ჯონსონისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა იყო.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური ლონდონის პოზიცია არ შეცვლილა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელეებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ბორის ჯონსონმა და ვლადიმერ პუტინმა ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ლიბიაში არსებულ მდგომარეობაზე.