ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მზად უნდა ვიყოთ ქაოტური ბრექსითისთვის
შანსი, რომ ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას ვერ მიაღწიონ, მაღალია. აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა გააკეთა.
„ყველა უნდა იყოს მზად ქაოტური ბრექსითისთვის. ვფიქრობ, არსებობს რისკი, რომ შეთანხმება ვერ შედგეს“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიტანეთმა ევროკავშირი რვა თვეში უნდა დატოვოს, თუმცა მხარეები გარკვეულ საკითხებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.
შეგახსენებთ , 2016 წლის 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.