ჯერემი ჰანტი ვლადიმირ ზელენსკის მიმართავს – ახლა თქვენ ნამდვილად ხალხის მსახური იქნებით
დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს და ვლადიმირ ზელენსკისთან თანამშრომლობას ელოდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ (twitter) დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა დაწერა.
„ვულოცავ ვლადიმირ ზელენსკისა და მის გუნდს არჩევნებში გამარჯვებას. ახლა თქვენ ნამდვილად ხალხის მსახური იქნებით. ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს უკრაინის, მის მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზის, რეფორმების პროცესისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას“, – წერს ჯერემი ჰანტი.
შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტი არჩევნებში მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,53 პროცენტი მიიღო.
Congratulations to Volodymyr Zelenskiy & @zeteam_official on your Presidential election success. You will now truly be the Servant of the People. We look forward to working together as the UK continues to support Ukraine, her chosen Euro-Atlantic path, reform process & security
— Jeremy Hunt (@Jeremy_Hunt) April 21, 2019