ბრიტანეთის საჰაერო ძალების ავიაგამანდურებლებმა რუსეთის თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს.
საჰაერო სივრცის მოსალოდნელი დარღვევის ხელის შეშლის მიზნით, სამეფო საჰაერო ძალების Typhoon-ის ტიპის ორი თვითმფრინავი შოტლანდიიდან აფრინდა.
რუსული თვითმფრინავი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა.
რუსული თვითმფრინავის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა, რადგან ოპერაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
დაძაბულობის გასანეიტრალებლად შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა საფრანგეთისა და ბელგიის საჰაერო ძალების თვითმფრინავებიც.