ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც მსოფლიოში სავარაუდოდ სიდიდით მესამეა
ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც მსოფლიოში სავარაუდოდ სიდიდით მესამეა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ძვირფასი ქვა, რომელიც 1 098 კარატს იწონის, ბოტსვანის პრეზიდენტს წარუდგინეს. ის იუველურმა კომპანიამ Debswana-მ ორი კვირის წინ აღმოაჩინა.
ახალაღმოჩენილი ალმასი სულ მცირედით ჩამოუვარდება წონით ასევე ბოტსვანაში 2015 წელს აღმოჩენილ მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასს. ის 2017 წელს 53 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ბოტსვანა აფრიკაში ბრილიანტების მწარმოებელი ნომერ პირველი ქვეყანაა.
მსოფლიოში აღმოჩენილი უდიდესი ალმასი სამხრეთ აფრიკაში 1905 წელს იპოვეს, ის 3 106 კარატს იწონის.