ბოტსვანაში ჩოგბურთის ბურთის ზომის ალმასი აღმოაჩინეს
ბოტსვანაში ჩოგბურთის ბურთის ზომის ალმასი აღმოაჩინეს

ბოტსვანაში ჩოგბურთის ბურთის ზომის ალმასს მიაგნეს. უახლოეს ისტორიაში ყველაზე დიდი ზომის ძვირფასი ქვა აფრიკული ქვეყნის ერთ-ერთ საბადოში იპოვეს.

აღნიშნული საბადოს მფლობელ კანადურ კომპანია „ლუკარაში“ აცხადებენ, რომ 1,758 კარატიანი ალმასი 352 გრამს იწონის. კომპანიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ძვირფასი ქვის გაყიდვას რამდენიმე წელი დასჭირდება, რადგან მისი ღირებულებიდან გამომდინარე, ალმასის შეძენის მსურველი საკმაოდ ცოტა იქნება.

ბოტსვანაში ნაპოვნი ძვირფასი ქვა აქამდე არსებულ ალმასებს შორის ზომით მეორე ადგილზეა. ყველაზე დიდ ალმასს 1905 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიაკვლიეს. კულინანის სახელით ცნობილი ალმასი 3,106 კარატიანია.

დატოვე კომენტარი