ბოსნია-ჰერცოგოვინაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ბოსნია-ჰერცოგოვინაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბოსნია-ჰერცოგოვინამ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქვეყანაში ახლაი ტიპის ვირუსის 23 შემთხვევაა გამოვლენილი. მანამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბალკანეთის კიდევ ერთმა სახელწმიფომ – სერბეთმა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბოსნია-ჰერცოგოვინის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ტელგეტიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეიქმნება სპეციალური პუნქტები, სადაც შემოწმებას გაივლიან ქვეყანაში ჩასული პირები. ასევე საავადმყოფოები დაავადების შემთხვევების შესაძლო ზრდისთვის მოემზადებიან.

კორონავირუსი ასევე დაფიქსირებულია სხვა ბალკანურ ქვეყნებში, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიაში, ხორვატიასა და სლოვენიაში. ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად კორონავირუსი არ გამოვლენილა მონტენეგროა.