ევროკავშირის ლიდერები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია. დღევანდელი გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირსკენ მიმავალ თქვენს გზაზე“, – წერს მიშელი.

ევროპული საბჭოს ლიდერმა დასძინა, რომ სამუშაოები უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.