დევიდ ქემერონი - მედიის მხარდაჭერის გზით ბრიტანეთმა ინვესტიციები დააბანდა ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვაში, სადაც რუსეთი პოლიტიკის მანიპულაციას ცდილობს
დევიდ ქემერონი - მედიის მხარდაჭერის გზით ბრიტანეთმა ინვესტიციები დააბანდა ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვაში, სადაც რუსეთი პოლიტიკის მანიპულაციას ცდილობს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ეხმარება მოლდოვას და ბოსნია-ჰერცეგოვინას, სადაც რუსეთი პოლიტიკის მანიპულირებას ცდილობს.

აღნიშნული განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ქემერონის განცხადებით, დასავლეთმა უნდა გამოავლინოს და შეარყიოს ის მავნებლური ქსელები, რომლებსაც რუსეთი იყენებს ტყუილების გასავრცელებლად. მისივე თქმით, თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერის გზით დიდმა ბრიტანეთმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინვესტიციები დააბანდა ამ პროექტში, ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა, სადაც რუსეთი ჩაგვრას, პოლიტიკის მანიპულაციას ცდილობს.