„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავლებულ მავთულხლართებთან გადაღებულ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს. ესტონეთის პრეზიდენტი მავთულხლართებს ბოროტების ხაზს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია.

„ბოროტების ხაზი – მავთულხლართები საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის. ეს არ და ვერ იქნება მისაღები ან დავიწყებული“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.