ბორჯომში “პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი გააკეთა
ბორჯომში “პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ზაზა ჩაჩანიძემ საკუთარი არჩევანი ბორჯომის 27-ე უბანზე გააკეთა.
მისივე თქმით, მან ხმა ბორჯომის უკეთეს მომავალს და აღმშენებლობას მისცა.
ზაზა ჩაჩანიძის ინფორმაციით, უბნებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
ბორჯომის 36-ე ოლქში მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის.” ქართული ოცნებიდან” ლევან ლიპარტია და “პატრიოტთა ალიანსიდან” ზაზა ჩაჩანიძე, რომლებმაც პირველ ტურში 50% ბარიერი ვერ გადალახეს.