ბორჯომში “პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი გააკეთა 
ბორჯომში “პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი გააკეთა 

ბორჯომში “პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ზაზა ჩაჩანიძემ საკუთარი არჩევანი ბორჯომის 27-ე უბანზე გააკეთა.

მისივე თქმით, მან ხმა ბორჯომის უკეთეს მომავალს და აღმშენებლობას მისცა.

ზაზა ჩაჩანიძის ინფორმაციით, უბნებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ბორჯომის 36-ე ოლქში მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის.” ქართული ოცნებიდან” ლევან ლიპარტია და “პატრიოტთა ალიანსიდან” ზაზა ჩაჩანიძე, რომლებმაც პირველ ტურში 50% ბარიერი ვერ გადალახეს.

 

დატოვე კომენტარი