„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მესამე დღეა, აქციას მართავენ.
ქარხნის თანამშრომლები ავტომობილებით ბორჯომში მსვლელობას გეგმავენ, რათა მაცხოვრებლებს მოუწოდონ, მათ დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციას შეუერთდნენ.
მათი მოთხოვნები უცვლელია. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.
გარდა ამისა, ქარხნის თანამშრომლები კიდევ ერთ მოთხოვნას ახლა უკვე სახელმწიფოს მიმართ აყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს ვადებში არ შედგა მოლაპარაკება, გაფიცული თანამშრომლები სახელმწიფოს მხრიდან ითხოვენ, მოიძიოს ინვესტორი, რომელიც უზრუნველყოფს მათ დასაქმებას. გაფიცული თანამშრომლები პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.