ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ფერხისი“ და „იმედი“ ბულგარეთში გამართული ფესტივალის გამარჯვებულები არიან
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები – „ფერხისი“ და „იმედი“ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გამართული ფესტივალის გამარჯვებულები არიან. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორივე ანსამბლი ბულგარეთში კომპანიებმა MAGICGROUP-მა და ART FEST ASSOCIATION-მა მიიწვიეს.
„„ფერხისს“, სამახსოვრო დიპლომებსა და მედლებთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცა და ბულგარეთში მომავალ წელს დაგეგმილ ფესტივალზე კვლავ მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად.
ანსამბლ „ფერხისს“ ქორეოგრაფი ნინო მდივნიშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო ,,იმედს“ – თეა გაბელაია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს პირველ ადგილზე გასულ ორივე ანსამბლს, მათ ხელმძღვანელებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.