აქციის მონაწილეები „იმედის“ ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები „იმედის“ ჟურნალისტს, ანუკი ჩხიკვაძეს პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ. შეკრებილები ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართავდნენ.

როგორც „იმედი“ წერს, აქციაზე ტელეკომპანიის ოთხი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა და მათ მთელი ამ დროის განმავლობაში ბულინგის, შეურაცხყოფისა და ზეწოლის ფონზე უწევდათ მუშაობა.

მანამდე აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „იმედისა“ და „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფებს. ამასთან, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „პოსტივის“ ოპერატორს.