სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „იმედისა“ და „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფებს. ამასთან, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „პოსტივის“ ოპერატორს.