ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
რამ გამოიწვია ხანძარი ჯერ უცნობია.