ბორის ჯონსონმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერ ჯერემი კორბინს კვლავ „დაქლორილი ქათამი“ უწოდა
ბორის ჯონსონმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერ ჯერემი კორბინს კვლავ „დაქლორილი ქათამი“ უწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერ ჯერემი კორბინს კვლავ „დაქლორილი ქათამი“ უწოდა. ეს ტერმინი ჯონსონმა ამჯერად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ახსენა.

„ჩვენც გვყავს ჩვენი „დაქლორილი ქათამი“, რომელიც ოპოზიციის რიგებშია“, – იხუმრა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ტერმინი პარლამენტში ბრექსიტის შესახებ დებატების დროს, „ლეიბორისტების“ ლიდერ ჯერემი კორბინის მიმართ გამოიყენა.

„მე მხოლოდ ერთ „დაქლორილ ქათამს“ ვხედავ აქ და ის ახლა ოპოზიციის სკამზე ზის“, – თქვა ბორის ჯონსონმა.

ქათმის ქლორით გასუფთავება აშშ-ში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რაც ევროკავშირში კანონმდებლობით აკრძალულია.