ბოლო მონაცემებით, რუსეთის ქალაქ იჟევსკში საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის ქალაქ იჟევსკში საცხოვრებელი სახლის ცხრა სართულის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია, დაშავებულია სამი არასრულწლოვანი.
წინასწარი ვერსიით, შენობის ჩამონგრევა ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია. ინციდენტის დროს მთლიანად დაინგრა რვა საცხოვრებელი ბინა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში კიდევ ხალხი იყოს მოყოლილი. სამაშველო სამუშაოებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ვლადიმერ პუჩკოვი ხელმძღვანელობს.