ესპანეთში „კოვიდ-19“-ს ბოლო 24 საათში 838 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით საერთო ჯამში 6 528 ადამიანი დაიღუპა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“ უკვე 78 797 ადამიანს დაუდასტურდა.