ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 838 ადამიანი დაიღუპა

13:54, 29.03.2020

ესპანეთში „კოვიდ-19“-ს ბოლო 24 საათში 838 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით საერთო ჯამში 6 528 ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“ უკვე 78 797 ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი