ბოლო 24 საათში ესპანეთში „კოვიდ-19“-ით 832 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ასევე, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 8 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 5 690 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულია 72 248 ადამიანი.