ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 832 ადამიანი დაიღუპა
ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 832 ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათში ესპანეთში „კოვიდ-19“-ით 832 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ასევე, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 8 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 5 690 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულია 72 248 ადამიანი.