ბოლნისის სოფელ აკაურთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა
ბოლნისში, სოფელ აკაურთასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ავტომანქანა ბოძს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა ერთი პირი და ასევე, დაშავდა ავტომანქანაში მჯდომი რამდენიმე ადამიანი. ისინი ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.