ბოლნისის „სიონმა“ ორი ფეხბურთელი დაიმატა, გუნდი საქართველოს თასისთვის ემზადება #1TVSPORT
ბოლნისის „სიონმა“ ორი ფეხბურთელი დაიმატა, გუნდი საქართველოს თასისთვის ემზადება #1TVSPORT

ბოლნისის „სიონმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. გიორგი ოქროპირიძემ ჩემპიონატის განახლებამდე ოთხი ამხანაგური თამაში დაგეგმა. ეროვნული ლიგა2 3 აგვისტოს განახლდება. მანამდე, 23 ივლისს გუნდი საქართველოს თასის გათამაშებაში ჩავრთვება და „სამტრედიას“ „თამაზ სტეფანია არენაზე“ უმასპინძლებს.

„სიონში“ ბევრი საკადრო სიახლეა. გუნდში ცენტრალური მცველი ლევან ქურდაძე ითამაშებს. გამოცდილი ფეხბურთელი ბოლნისელებს ქობულეთის „შუქურიდან“ შეუერთდა. კიდევ ერთი ახალწვეული თორნიკე მუმლაძეა. 30 წლის თავდამსხმელი ბოლოს ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშობდა.

მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კობა ჟორჟიკაშვილის წასვლის შემდეგ კლუბთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს თორნიკე მუზაშვილმა, სანდრო გულიაშვილმა და საბა ნადირაძემ.

ბოლნისის „სიონის“ საკონტროლო მატჩების განრიგში ცვლილებაა. გუნდი „სპაერის“ ნაცვლად ამხანაგურ შეხვედრას 18 ივლისს ბოლნისში, „თამაზ სტეფანიაზე“ „გარეჯთან” გამართავს.