ბოლივიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად, 500 ათასი ჰექტარი ფართობის ტყის მასივი დაიწვა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა.
ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სანტა-კრუზის დეპარტამენტის 70 პროცენტი ტყის ხანძრის რისკის წინაშეა.
გარემოს დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ხანძარმა დააზარალა ფაუნის 500 სახეობა, მათ შორის ენდემური.
ბოლივიის პრეზიდენტის, ევო მორალესის განცხადებით, ხელისუფლება ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავს.
მასშტაბურ ხანძარს ბოლივიის მეზობელ ბრაზილიაშიც ებრძვიან, სადაც ამაზონის ტყე იწვის.