ბოჭორიშვილის კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ასევე ელოდებიან სამი მოზარდის გამოჯანმრთელებას
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 39 პაციენტი მკურნალობს, აქედან 32 – დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებას ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ჰყავს. ოთხი პაციენტი კი, კვლევაში ჩართვას ელოდება.
„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 39 პაციენტი, აქედან 32 „კოვიდინფიცირებული“, გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება, ახალი პაციენტი არ გვყავს. ამასთან, 11 პაციენტი ბავშვია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მისი თქმით, ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა არსებული თანმხლები დაავადებების გამო.
„ოთხი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. ასევე ველოდებით სამი ბავშვის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა.