მაკა სოლოღაშვილი - ჩვენს კლინიკაში „პლაქვენილით“ მკურნალობისას რაიმე გართულება არ გვქონია
მაკა სოლოღაშვილი - ჩვენს კლინიკაში „პლაქვენილით“ მკურნალობისას რაიმე გართულება არ გვქონია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქველინი) ამოღებულია კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლიდან, თუმცა ბოჭორიშვილის კლინიკის შემთხვევაში, მედიკამენტის გამოყენების შედეგად, არც ერთ პაციენტთან გართულება არ გამოვლენილა.

„ამოღებულია პროტოკოლიდან, თუმცა როგორც თქვენ დაინტერესდით, ჩვენი კლინიკის მაგალითზე არ გვქონია რაიმე გართულება, ყოველ შემთხვევაში, ახლო პერიოდის პერსპექტივაში. არც გულსისხლძარღვთა სისტემის კუთხით დაფიქსირებულა გართულებები. ზოგჯერ შერჩევითაც შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება „პლაქველინით“ პაციენტებში, თუმცა სტატისტიკისთვის ცოტაა, ასეთი დასკვნა რომ გავაკეთოთ, ამიტომ საბოლოო რაოდენობას შეისწავლის ჩვენი სამეცნიერო კლინიკური გუნდი და დადებს პასუხს“, – აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკაში „პლაქვენილი“ არ გამუყენებიათ.

„ისედაც ვიყენებდით ექიმის გადაწყვეტილებით. ინდივიდუალურად განიხილებოდა თითოეული პაციენტის მდგომარეობა. ბოლო პერიოდში პაციენტების მდგომარეობა იმდენად მსუბუქი იყო, არც მოითხოვდა საჭიროებას და არც გამოგვიყენებია „პლაქვენილი“. ჯანმოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მთავარია და საფუძველია, აბსოლუტურად საკმარისია. ეყრდნობი ჯანმოს გადაწყვეტილებებს, ჩვენი კლინიკის სტატისტიკა არ არის საკმარისი, რომ მიიღო გადაწყვეტილებები. ამ დროს, რა თქმა უნდა, ეყრდნობი ​დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანმოს მითითებებს, თუმცა, ბოლო პერიოდში არც დაგვჭირვებია, ექიმს შეხედულებისამებრ პაციენტებზე ​„პლაქვენილი“ გამოგვეყენებინა“, – აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.