მაკა სოლოღაშვილი - შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გავაგრძელოთ და დავიცვათ ყველა მოწოდება, რაც აქამდე გვქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან
მაკა სოლოღაშვილი - შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გავაგრძელოთ და დავიცვათ ყველა მოწოდება, რაც აქამდე გვქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურად სიფრთხილე და ინდივიდუალურად ყველა იმ მოწოდების დაცვა უნდა გავაგრძელოთ, რაც აქამდე გვქონდა მიღებული დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, შემოდგომაზე კორონავირუსის ახალ ტალღისთვის მთელი მსოფლიო ემზადება.

„მატება გვაქვს ძირითადად ჩაკეტილი ცნობილი კლასტერიდან, ფაქტია, რომ უცხო ახალი კლასტერი არ გამოჩენილა. დიდი იმედი გვაქვს, რომ არც გაჩნდება. რა შეეხება შემოდგომაზე ახალ ტალღას, ზოგადად, მსოფლიო ემზადება ახალი ტალღისთვის. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მაქსიმალურად სიფრთხილე და ინდივიდუალურად ყველა იმ მოწოდების დაცვა უნდა გავაგრძელოთ, რაც აქამდე გვქონდა მიღებული დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. თვითიზოლაციამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა არა მარტო კორონავირუსის, არამედ სხვა ვირუსული ინფექციების კუთხითაც. რა თქმა უნდა, ორთვიანი პერიოდი სერიოზული ტესტია და მოგვცემს გარკვეული მოლოდინების ჩამოყალიბების საშუალებას. ფაქტია, რომ კორონავირუსისთვის პირველი ზაფხულია და არ ვიცით, როგორ განვითარდება.  სჯობს, დავეყრდნოთ ერთიანი შეფასებით მიღებულ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებებს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.