ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობაა საყურადღებო
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობაა საყურადღებო

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობაა საყურადღებო, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

​როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, კლინიკაში ამ დროისთვის ხუთი ბავშვი მკურნალობს.

„გუშინ დაგვემატა ორი დადასტურებული დიაგნოზი, ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას. ეს ორი ახალი პაციენტი არის ე.წ. საბურთალოს კლასტერი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაბალი ცხელებით და მსუბუქი სიმპტომებით. თითქმის ერთი კვირაა, მკურნალობენ ჩვენთან ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან სხვა პაციენტებიც და ეს ორი პაციენტიც, რომელთაც გუშინ დაუდასტურდათ, უკვე ე.წ. საბურთალოს კლასტერის საკარანტინო ზონიდან არის, ასე რომ ისინი არ წარმოადგენდნენ აქამდე საფრთხეს. საერთო ჯამში ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან თუ არ ვცდები შვიდი პაციენტია. ექვსი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება დღის ბოლომდე გაიზარდოს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.