ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება

ბიზნესომბუდსმენი ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.

საუბარი სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ვითარებას და პრობლემურ საკითხებს ეხება. მათ შორის, თვითმმართველობებში ბიუროკრატიულ ბარიერებს და მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ თემებს.

„გამოწვევა ბევრია და საკითხებიც მწვავეა. ეს ის საკითხებია, რომელიც ეხება საგადასახადო კუთხით პრობლემებს, ნარჩენების ჩამოწერას, პრობლემებს მიწასთან და თვითმმართველ ერთეულებთან მიმართებაში”, – აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

ირაკლი ლექვინაძე მეწარმეებს ნებისმიერ საკითხზე თანამშრომლობას სთავაზობს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა ბიზნესგაერთიანებასთან გავმართოთ საკომუნიკაციო შეხვედრა, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს საკითხები, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვევის სახით და რომელზეც ჩვენი რეაგირება შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყებებთან”, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.