ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე, ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბიზნესომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის უცნობია, სად გააგრძელებენ მუშაობას ლექვინაძე და კალანდაძე. ასევე, ვინ გახდება ახალი ბიზნესომბუდსმენი.
ირაკლი ლექვინაძე თანამდებობაზე 2018 წლის იანვარში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დანიშნა. ლევან კალანდაძე კი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე 2018 წლის თებერვალში გახდა.