ბიუროს სხდომაზე მრავალშვილიანი მშობლების სტატუსის მინიჭებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების საკითხზე იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება.
პარლამენტის წევრები მრავალშვილიანი მშობლების სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, თუ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დღეს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარმოადგენს, აღნიშნულ საკითხს ბიუროს სხდომაზეც განიხილავენ.
„გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები და ბუნებრივია, ბატონ მამუკას აქვს პრეროგატივა, თვითონ დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი. მოგეხსენებათ, სამთავრობო ცვლილებები ასე მარტივი საკითხი არ გახლავთ. ბატონი მამუკა არის კანდიდატი და მას სჭირდება დრო, რათა ჩამოყალიბდეს ახალ მინისტრთა კაბინეტზე. თუ მოესწრება, შესაძლებელია, ბიუროს სხდომაზე შემოვიდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.