ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, რა ფორმატში მოისმენს პარლამენტი პრეზიდენტის მოხსენებას
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, რა ფორმატში მოისმენენ დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის ორგვარ ფორმატს ითვალისწინებს – პირველ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნასთან სიტყვით მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან, ხოლო მეორეა პოლიტიკური დებატების ფორმატი.
პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას, თითოეულს 45 წუთი ეძლევა, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს – თითოეულს 15 წუთი, ვიცე-სპიკერებს – 10-10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – ხუთი წუთი.
ყოველწლიური მოხსენებით გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე 2 მაისს წარდგება. ეს იქნება მისი ბოლო მოხსენება არსებული საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში.